ჩვენს შესახებ
UFC – გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია - საქართველოში პირველი ბანკთაშორისი საპროცესინგო ცენტრი დაარსდა 1996 წლის იანვარს. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ თიბისი ბანკი, აბსოლუტბანკი, ინტელექტბანკი, თბილკრედიტბანკი და თბილკომბანკი.
 
დღეისათვის საპროცესინგო ცენტრი ემსახურება რვა ბანკს, შვიდ ფინანსურ ორგანიზაციას და ორ კომპანიას. იგი უზრუნველყოფს სრულ საბარათე მომსახურებას VISA International, MasterCard Worldwide და China UnionPay-ის საერთაშორისო რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry)-ის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით.
 
კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საბარათე ბიზნესის განვითარებას სტაბილური საპროცესინგო სისტემითა და ინოვაციური პროდუქტებით.