როგორ უნდა მოვიქცეთ ბარათის დაკარგის შემთხვევაში?

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ბანკს და მოვითხოვოთ ბარათის დაბლოკვა. ამის განხორციელება შესაძლებელია რამოდენიმე გზით, კერძოდ:

  • ბანკის უახლოეს ფილიალში, ბარათის მფლობელის მიერ პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
  • ინტერნეტ ბანკინგის შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით (რასაკვირველია თუ მფლობელი სარგებლობს ამ მომსახურებით და იცის მომხმარებლის სახელი და პაროლი).
  • ესემესით სპეციალურ მოკლე ნომერზე სიტყვა-ბრძანების გაგზავნით.
  • ტელეფონით, ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით. ასეთ შემთხვევაში ოპერატორს უნდა უკარნახოთ სატელეფონო კოდის რიცხვები გარკვეული მიმდევრობით რათა მოხდეს მფლობელის იდენტიფიკაცია.
  • თუ არ გაქვთ სატელეფონო კოდი ან დაკარგეთ, გირჩევთ აუცილებლად აღადგინოთ. რათა  ქალაქგარეთ ან  საზღვარგარეთ ყოფნისას, იქ, სადაც ინტერნეტი არაა ხელმისაწვდომი, შეძლოთ სწრაფი რეაგირება და უსიამოვნო შედეგების თავიდან აიცილება.

ბარათის დაბლოკვა როგორც წესი უფასოა, ძირითადად იბლოკება ადგილობრივი ბანკომატების და პოსტ-ტერმინალების გამოყენება. ზოგჯერ, სერიოზული საფრთხის არსებობის შემთხვევაში (ბარათზე არსებული ძალიან დიდი მოცულობის თანხა, ეჭვი თაღლითობაზე და. აშ) შესაძლოა საჭირო გახდეს ბარათის დაბლოკვა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის (Visa, MasterCard და ა.შ) ე.წ. სტოპ-სიაში ჩასმით. გაითვალისწინეთ, ასეთი მომსახურება უმეტესად ფასიანია.