რჩევები უსაფრთხო ინტერნეტ ვაჭრობისთვის

ინტერნეტ ვაჭრობა მოხერხებული, მარტივი და მეტწილად უსაფრთხოა, თუმცა თაღლითობებს მაინც აქვს ადგილი, განსაკუთრებით, როცა მომხმარებელს არ გააჩნია აუცილებელი ინფორმაცია. კიბერ-დამნაშავეთა მომატებული აქტივობა გამოწვეულია მომხმარებლების მხრიდან გაუთვითცნობიერებულობითა და ონლაინ მაღაზიების უსაფრთხოდ მოხმარების პრაქტიკული არცოდნით.

მომრავლებული თაღლითების ასარიდებლად გარკვეული საშუალებები არსებობს.

იმისთვის, რომ ბარათის მფლობელებს უსაფრთხო ინტერნეტ ვაჭრობაში დაგეხმაროთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოვუყარეთ თავი.

  • ზოგიერთ ინტერნეტ გვერდს არ გააჩნია უსაფრთხოების ლოგოტიპი და პიქტოგრამა, მაგრამ როდესაც ე.წ. უსაფრთხო ზონაში გადადიხართ ეკრანზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება, რომელსაც სასურველია რომ გაეცნოთ თანხმობის გაცემამდე.
  • შეამოწმეთ ინტერნეტ გვერდის მისამართი. უსაფრთხო ზონა ყოველთვის იწყება „https"-ით. 's' მიანიშნებს უსაფრთხოებაზე (security), კერძოდ ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემა სრულდება დაშიფრული სახით, იმისათვის რომ გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი არ იყოს მისი დათვალიერება.
  • უსაფრთხო ინტერნეტ გვერდები იყენებენ ისეთ სისტემებს, როგორიცაა Secure Socket Layer (SSL) და Secure Electronic Transaction (SET). ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა გზით ხდება ბრაუზერსა (საძიებო პროგრამა) და მონაცემთა ბაზებს შორის ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლა.
  • თუ კი ინტერნეტ გვერდზე გამოდის უსაფრთხოების შემოწმების გავლის ოფცია (secure checkout), სასურველია, ყოველთვის დაეთანხმოთ.
  • სანამ რამეს შიეძენდეთ, გაეცანით საქონლის მიწოდების და უკან დაბრუნების პირობებს. დაგეკისრებათ თუ არა ტრანსპორტირების გადასახადი საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში? არის თუ არა თქვენი უკმაყოფილების შემთხვევაში შეძენილი საქონლის დაბრუნების საშუალება გამოგზავნის შემდეგ?
  • კარგად გაეცანით თუ რას აწერთ ხელს. არის თუ არა თქვენს მიერ დამოწმებული გადახდა ერთჯერადი თუ რეგულარული ხასიათის (მაგ. ყოველთვიური)?
  • უცხოეთიდან იძენთ საქონელს? თუ კი, მაშინ გათვითცნობიერებული უნდა გქონდეთ განბაჟების და ტარიფების მოსალოდნელი ხარჯებიც.
  • ამობეჭდეთ შეკვეთის ასლი ან შეინახეთ საქონლის შეძენის დროს მიღებული ელექტრონული შეტყობინება. იგი გამოგადგებათ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში თანხის გამოთხოვის დროს ან იმ შემთხვევაში, თუკი შეძენილი საქონლი არ ჩამოვა.
  • ყოველთვის შეამოწმეთ საბანკო და საკრედიტო ბარათის ანგარიშების ამონაწერი მიღებისთანავე. საეჭვო ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში დაუკავშირდით გამყიდველს. თუკი დამაკმაყოფილებელი პასუხის ვერ მიიღეთ დაგვიკავშირდით ჩვენ, რის შემდეგაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ შესრულებულ ოპერაციას და მივიღებთ შესაბამის ზომებს.
  • საგულდაგულოდ დაათვალიერეთ მიღებული საქონელი. თუკი თქვენ უკმაყოფილო დარჩით ხარისხით ან სხვა მიზეზით, მიმართეთ მომწოდებელს.