სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016 20.10.2016
“VISA International”-ის “VISA payWave” პროდუქტის დანერგვა
02.04.2015
2015 წლის მარტში, გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის (UFC) მიერ წარმატებით განხორციელდა სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის“ კომპანია “VISA International”-ის პროდუქტის “VISA payWave” დანერგვა.  2009 წელს საქართველო “VISA CEMEA” რეგიონში პირველი ქვეყანა იყო რომელშიც “VISA payWave” პროდუქტი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახდა. “VISA payWave” EMV ჩიპურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უკონტაქტო ტექნოლოგიების პროდუქტია, რომელიც იძლევა ტრანზაქციის შესრულების საშუალებას უსაფრთხოდ და სწრაფად. სასურველი პროდუქციის ან მომსახურების შესაძენად საკმარისია ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი “VISA payWave” საგადახდო ბარათის მოკლე მანძილზე მიახლოება ბარათის წამკითხველ მოწყობილობასთან.