სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016 20.10.2016
თიბისი ბანკი - წლის საუკეთესო ბანკი
28.03.2016

მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. 

თავის ექსკლუზიურ კვლევაში, Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში თიბისი  ზედიზედ უკვე მეხუთე წელია იმარჯვებს. ჯამში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი 8-ჯერ არის დასახელებული Global Finance-ის მიერ.