სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016 20.10.2016
კორ სტანდარტ ბანკი სახელს იცვლის
24.05.2016
კორ სტანდარტ ბანკი სახელს იცვლის - 17 წლიანი საბანკო მოღვაწეობის შემდეგ ბანკი ბაზარზე ახალი  - ტერაბანკის სახელით გამოდის. ერთი წლის წინ ბანკის  ბიზნესტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. სწორედ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება გახდა რებრენდინგის დაწყების მთავარი მიზეზი. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება, იმისათვის რომ აღნიშნული სეგმენტისათვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხდარიყო.