ჩვენი აქტივობა

 

UFC-ის თანამშრომლების პროფესიული ტრენინგი კომპანია "ტიეტო ლატვიაში"

 მიმდინარე წლის სექტემბერში UFC-ის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ჩვენი კომპანიის პარტნიორის - „ტიეტო ლატვიის“ ოფისს (ლატვია, რიგა), სადაც გაიარეს მორიგი პროფესიული ტრენინგი „პლატინიუმ მხარდაჭერის“ ხელშეკრულების ფარგლებში.
  2013 წლიდან აღნიშნული ხელშეკრულება  ითვალისწინებს ყოველწლიური რეგულარული ტრენინგების გარკვეულ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ცენტრის სისტემაში დანერგილი სიახლეების გაცნობას, UFC-ის თანამშრომელთა პროფესიულ ზრდას და კომპანიებს შორის მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას.