სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016 20.10.2016
„ფინკა ბანკი საქართველოს“ ინტეგრაცია
05.08.2016
2016 წლის აგვისტოში წარმატებით დასრულდა სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ UFC-ის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი. UFC მიესალმება ცენტრის სიტემაში კიდევ ერთი წარმატებული ბანკის ჩართვას. ფინკას, როგორც საფინანსო ინსტიტუტს, საქართველოში საქმიანობის 18 წლიანი ისტორია აქვს. 2013 წლიდან, საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, ფინკა მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. საქართველოში მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან, „ფინკა ბანკი საქართველო“  რიგით მე-11 ბანკია რომელიც ცენტრის მომსახურებით ისარგებლებს. დღეისათვის UFC ემსახურება 11 ბანკს და 7 ორგანიზაციას, მათ შორის ორ ლოიალობის კომპანიას - „უნიქარდს“ და „ბლექ ქარდს“.