სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016 20.10.2016
თიბისი ბანკი ბანკი რესპუბლიკის აქციებს ყიდულობს
09.09.2016
თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სს "თიბისი ბანკი" სს "ბანკი რესპუბლიკის" აქციების 93.64 %-ს  შეიძენს. ბანკი რესპუბლიკის შეძენა  სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის სტრატეგიას და იძლევა უდიდეს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი სინერგიისთვის, ვინაიდან ბანკი რესპუბლიკა არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის. ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე. ამ გარიგებით თიბისი ბანკი ბაზარზე #1 ბანკი ხდება დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით. შერწყმის შედეგად კიდევ უფრო გაფართოვდება თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი: მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ხოლო  ბანკომატების - 517-მდე.