სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016 20.10.2016
UFC-იმ წარმატებით გაიარა PCI DSS აუდიტი
04.10.2016
2016 წლის სექტემბერში UFC-იმ წარმატებით დაასრულა შიდა აუდიტის პროცესი, დააკმაყოფილა უახლესი ვერსია 3.2 სტანდარტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და მოიპოვა შესაბამისი სერთიფიკატი.
2011 წლიდან მოყოლებული, UFC ყოველწლიურად წარმატებით ასრულებს შიდა აუდიტის პროცესს და ადასტურებს თავსებადობას PCI DSS სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნასთან. ხოლო, 2012 წლიდან მოყოლებული, UFC წარმატებით ასრულებს PCI PIN Security შიდა აუდიტის პროცესს და ადასტურებს თავსებადობას სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნასთან.
PCI DSS (Payment Card Industry Data Security Standard) და PCI PIN Security (Payment Card Industry PIN Security Requirements) წარმოადგენენ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა მთავარი მიზანია საგადახდო ბარათის მფლობელთა სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოება.