სიახლეების არქივი
21.03.2017 15.11.2016
20.10.2016
სს პროგრეს ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
20.10.2016

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი ბანკის - სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა.