სიახლეების არქივი
21.03.2017
15.11.2016 20.10.2016
სს კრედო ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა
21.03.2017
2017 წლის 20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სს "კრედო ბანკი" საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (ყოფილი სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"). 
თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს "კრედო ბანკის" 62 ფილიალი მუშაობს. ბანკის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაა.