გარემოსდაცვითი პოლიტიკა

სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ აცნობიერებს, რომ თავის საქმიანობას შესაძლოა პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა ჰქონდეს იმ გარემოსა და საზოგადოებაზე, რომელშიც ის ოპერირებს. ჩვენი კომპანიის მიზანია მის საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების პასუხისმგებლობით მართვა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური ანაბეჭდი რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გარემოსადმი მეგობრული ღონისძიებების ხელშეწყობის გზით  შევარბილოთ კლიმატის ცვლილება.

სს „გაერთიანებულ საფინანსო კორპორაცია“-ს აღებული აქვს ვალდებულება გარემოსადმი მეგობრულად და სოციალური პასუხისმგებლობით მართოს თავისი საქმიანობა.  გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვისას  საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას,  უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების მიერ თავიანთი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობების შესრულება. ვაღიარებთ, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება და განსაზღვრა უნდა იყოს რისკების შეფასების სტანდარტული პროცესის ნაწილი. ჩვენს კლიენტებთან მიმართებაში, მოქმედ გარემოსდაცვით, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომის რეგულაციებთან შესაბამისობას და ჯანსაღი გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომითი რეგულაციების გათვალისწინებას ეფექტური კორპორატიული მმართველობის დამადასტურებელ მნიშვნელოვან ფაქტორებად მივიჩნევთ.

ვრცლად იხილეთ აქ: https://www.tbcbankgroup.com/esg/our-environmental-policy/